ევროკავშირი მაღალმთიან აჭარაში პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს

12/10/2018

ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაციას დავესწარი. მის აღმატებულებას, ბატონ კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩის რანგში საქართველოში საქმიანობის დაწყება მივულოცე და მადლობა გადავუხადე იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენს.
მაღალმთიანი აჭარის განვითარება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ევროპელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტ ENPARD III-ის განხორციელება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0