სოფელ მაწევნამდე მისასვლელი, 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზაზე უკვე მოეწყო ასფალტის პირველი ფენა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად იყო ამორტიზირებული და მისი მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 375 პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებთან მისასვლელების მოასფალტებაც. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუგრუპი“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 771 724 ლარი.
სოფელ მაწევნამდე მისასვლელი, 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
05/10/2018