ალექსანდრე მოწერელია “ლტოლვილთა დანიის საბჭოს” (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

05/10/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია “ლტოლვილთა დანიის საბჭოს” (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა. შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროექტისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს, რაც საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, თემის მხარდაჭერის პროგრამას და გრანტების გაცემას გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დევნილების პროფესიული გადამზადება, რათა ისინი DRC-ის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს-საქმიანობაში ჩაერთონ.
“ლტოლვილთა დანიის საბჭო” საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0