ვერძი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისა და სპორტული დატვირთვისთვის. იზრუნეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. დაივიწყეთ აგრესია და ეჭვიანობა.
კურო
კამათს თავიდან ვერ აიცილებთ, თუ არ ეცდებით ხალხის მართვას, საოჯახო საქმეების თქვენ ჭკუაზე შესრულებას. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაყოფა) მოგვარება.
ტყუპი
შეხვედრების, მიმოსვლის, ტექნიკური საკითხების მოგვარების დღეა. ნებისმიერ სიტუაციაში მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. დატვირთული დღე ელით მენეჯერებს, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებსა და სპორტსმენებს. მძღოლებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ ავტომობილს.
კირჩხიბი
დღეს თამამი ნაბიჯები უნდა გადადგათ და სარისკო საქმეებში ჩაებათ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. რაც უფრო დაინტერესებული იქნებით საქმით, მით მეტად დაამარცხებთ სირთულეებს.
ლომი
მაქსიმალურად თავშეკავებული და დიპლომატიური უნდა იყოთ. რთულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგოთ თვითკონტროლი. მოერიდეთ სტრესულ და ტრავმულ სიტუაციებს. გამონახეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის.
ქალწული
თუ თამამი პროექტის განხორციელებას ფიქრობთ ან ინტერესის ობიექტის ხელში ჩადებას, ნუ იჯდებით უქმად. ბიზნესმენ ნიშნებს მეტი ყურადღება მართებთ ინფორმაციის, კადრებისა და ფინანსების მიმართ.
სასწორი
მხოლოდ იმ შემთხვევაში გარისკეთ, თუ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ. მოერიდეთ ტექნიკურ ექსპერიმენტებს, ფინანსურ გარიგებას. მოიმატებს შიში საყვარელი ადამიანის გამო.
მორიელი
ნაკლებად მოიშალეთ ნერვები წვრილმანების გამო და მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დღეს არ დაინდობთ მას, ვინც წარმატებაში გიშლით ხელს ან თქვენი კონკურენტია. საყვარელ ადამიანს დაანახვეთ, რომ გიყვართ და აფასებთ.
მშვილდოსანი
ადამიანებიც და ფორტუნაც თქვენ მხარესაა. გარშემო მყოფები თქვენს მითითებებს, რეკორდებს ელოდებიან. დაძლიეთ სიზარმაცე. მოზომილად ხარჯეთ ფული და მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან.
თხის რქა
დღეს ფრთხილი და დაკვირვებული ხართ. აზარტი და ბრძოლისუნარიანობა კონკურენტების დამარცხებისთვის გამზადებთ. ნუ დანებდებით წინასწარ, თქვენ ყველა შანსი გაქვთ გამარჯვებისთვის.
მერწყული
ნაკლებად გამოიჩინეთ ინიციატივა. ეცადეთ, თქვენი ნებართვის გარეშე არ ჩაგითრიონ ავანტიურულ ქმედებაში. სანამ გამოწვევას მიიღებდეთ, კარგად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.
თევზები
მეტი დრო დაუთმეთ სამედიცინო, ტექნიკური და საოჯახო საკითხების მოგვარებას. ენერგიულად შეუდექით წინააღმდეგობების დაძლევას. იყავით მეტად კრეატიული და ნუ მოგერიდებათ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის.