2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კაპრალის გელა რომელაშვილის ოჯახს გორში, სამოთახიანი ბინა გადაეცა.
გელა რომელაშვილის მეუღლე და ქალიშვილი, 10 წლის მარიამი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. რომელაშვილების ოჯახი ორჯერ იქცა დევნილად, პირველად 90-იან წლებში ცხინვალის დატოვება მოუწიათ და 2008 წლამდე მშობლიურ სოფელ ხეითში ცხოვრობდნენ, რომელიც დღეს ოკუპირებულია.
2008 წლის ომს შეეწირა გელა რომელაშვილის ძმა, ოცეულის მეთაური გიორგი რომელაშვილიც. ცხინვალელი ძმები, კაპრალი გელა რომელაშვილი და ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, რომლებიც გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, სიკვდილის შემდგომ ვახტანგ გორგასლის 1-ელი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კაპრალის გელა რომელაშვილის ოჯახს გორში, სამოთახიანი ბინა გადაეცა
30/09/2018