„ნიკო 2018“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი დაიწყო

28/09/2018

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2018“ დაიწყო, რომლის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, შვიდ ლოკაციაზე, კერძოდ, გ. მაზნიაშვილის ქ. N31-ში, დ. უზნაძის ქ. N54-ში, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტალის N5-ში, ლ. ასათიანის ქ. N25-ში, პეტრიაშვილის ქ. N3/5-ში, თარხნიშვილის ქ. 28/47-სა და ჭოროხის ქ. N4-ში კედლები მოიხატება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მხატვრები. თითოეული კედლის მოხატვა 6–8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯამში, 600 კვ/მ–მდე ფართობი მოიხატება.
ამ ეტაპისთვის უკვე დასრულდა ჭოროხის N4-ში მდებარე კედლის მოხატვა. შემდეგი ლოკაცია კი იქნება დ. უზნაძის ქ. N54-ში, სადაც მოხატვის სამუშაოები 3 ოქტომბერს დაიწყება.
გარდა ამისა, შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი ხატვის ზონა“ და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, რომ პროექტში ჩაერთოს. ამისათვის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ესკიზები, მოსახატი ადგილის ფოტო და დასაბუთება, თუ რატომ სურთ ამ კონკრეტული ესკიზის დახატვა.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 3 მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაა დაგეგმილი. პროექტი ემსახურება ქალაქის იერსახის განვითარება/გალამაზებას და ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას, რათა საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0