პრემიერი ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

19/09/2018

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და ქვეყნის რეგიონულ როლზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, რომლებსაც American Enterprise Institute-ში შეხვდა. ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას.
საუბრის თემა ასევე იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა.
ყურადღება დაეთმო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.
მთავრობის მეთაურს დღეს American Enterprise Institute-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ პლეტკამ უმასპინძლა. ინსტიტუტს დღევანდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ხელმძღვანელობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0