საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2018 წლის 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის ნაცვლად, უფრო დიდ დარბაზში, კერძოდ მლეთაში მდებარე საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება. შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@georoad.ge
მლეთაში ქვეშეთი-კობის პროექტზე გზშ-ის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
06/09/2018