ლევან კობიაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა

22/08/2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა. ფედერაციის ხელმძღვანელები რეგიონის გუბერნატორთან- არჩილ ჯაფარიძესთან და რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და არსებული პროგრესი შეაფასეს.
გარდა ამისა, ლევან კობიაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტურნირების ფინალურ მატჩებს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0