სოზარ სუბარმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გუბერნატორი შალვა კერესელიძე წარადგინა.
“შალვა კერესელიძესთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. იმიტომ, რომ არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, ამ კუთხის შვილი, თითოეული სოფლის კი არა, თითოეული უბნის პრობლემა იცის ზეპირად. იცის რა სჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას, იცის ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ და აქვს მათი გადაწყვეტის ხედვა.
ახალ გუბერნატორთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შევხვდი და დღევანდელი შეხვედრა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია, ერთობლივი მუშაობით, ამ რეგიონის პრობლემების გადაწყვეტა:- განაცხადა სუბარმა..