კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა

20/08/2018

კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა და ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ დასრულდა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ. წლევანდელი დოღის გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა, რომელსაც თასთან ერთად ფულადი საჩუქრებიც გადაეცა.
„ბახმაროს თასი 2018“-ს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, პარლამენტარები არჩილ თალაკვაძე, ნინო წილოსანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
კურორტ ბახმაროში დოღი კომპანია წყალი მარგებელისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე მუსიკალური ფესტივალის Sunset-ის სამზადისსაც გაეცნენ.
აღნიშნული ფესტივალი ბახმაროში პირველად ჩატარდა check in georgia – სა და ევროკავშირის პროექტის, “მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთის” ფარგლებში. #checkingeorgia ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Post _ ალიონი და მედიასახლი „გურია ნიუსი“. გენერალური სპონსორი კი „წყალი მარგებელი“.
ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI. ბახმაროს პირველის მუსიკალური ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია „კლიპ არტი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0