საჩხერის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს 2018–2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების მერებმა მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრეს.
საბჭოს სხდომაზე იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა 19 ივნისს, ქუთაისში გამართული, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის საოქმო დავალების შესრულების თაობაზე მოისმინა ინფორმაცია.