გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით

23/07/2018

„გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ბანგალორის პრინციპებს ეფუძნება და მასში ასახული მთელი რიგი ახალი რეგულაციებით, დისციპლინური წარმოების საკითხების მოწესრიგება კანონმდებლობის დონეზე უმჯობესდება.

„გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ამ კანონპროექტზე. გამოვკვეთეთ ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც მუშაობა გრძელდება და ამ ოთხიდან ერთერთი თემა არის დისციპლინური წარმოების საკითხები. გვქონდა საინტერესო დისკუსიები, შემუშავებულია პროექტი, რომელიც არსებითად ეფუძნება ე.წ.ბანგალორის პრინციპებს და ამ დოკუმენტში ასახულია მთელი რიგი ახალი რეგულაციები, რომლებიც აუმჯობესებს ამ საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე. დღეს კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ იმ დისკუსიების შედეგებს, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში გაიმართა და დღეს გვექნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. თუ რჩება საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას, გასწორებას, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი დისკუსიისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0