აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

19/07/2018

საქართველო არის მაგალითი, მთელი მსოფლიოსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით. ასე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტის განყოფილების დირექტორმა ფრანცისკო ავერჰოფმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა .
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობა და დაგეგმილი ცვლილებეები. ერთ-ერთი სიახლე დეცენტრალიზაციის პროექტია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მინიმუმ ერთი დაწესებულება ჩაერთვება პროგრამაში და დიაგნოსტიკისა და ბენეფიციარებს მკურნალობის სრულ სერვისს შესთავაზებენ.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და საქართველოს დაავადებათა კოტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0