ივანე მაჭავარიანმა თბილისში მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ გახსნა

18/07/2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ გახსნა. დიალოგი ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership), ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება, რასაც ადასტურებს ღია ბიუჯეტის კვლევის 2017 წლის შედეგები, რომლის მიხედვით საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და 2006 წელს მინიმალური გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წელს გადაინაცვლა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.
თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. შეაფასა ის წარმატებული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გზაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0