„ძალიან მნიშნველოვანია, რომ ეს სამიტი იმართება საქართვლოში, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, აღიარება იმისა, რომ საქართველო, როგორც ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა არის უაღრესად წარმატებული ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ღია მმართველობა. ეს არის გამჭვირვალე მთავრობა, ასევე მთავრობა, რომელიც წარმატებით ებრძვის კორუფციას, აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყველაფერი ეს ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზანკალიანმა ღია მმართველობის სამიტის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სამიტზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა საქართველოში არის იმის აღიარება, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ გზაზე დგას. დავით ზანკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ღია მმართველობის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობითი დელეგაციებით დასწრებას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე.
„76 ქვეყანა, რომელიც არის ღია მმართველობის წევრი საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციებით ესწრება დღევანდელ სამიტს. ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ მათ თვალნათლივ ნახონ ის რეფორმები, რასაც საქართველო ახორციელებს ღია და ყოვლისმომცველი მმართველობის კუთხით.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს იმართება. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებას თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.