16 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა დააზიანა. სტიქიის ეპიცენტრს წარმოადგენდა ბოსლის ხეობა სოფ. ჩოხში, სადაც ინტენსიური წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა შავი არაგვი და დატბორა მიმდებარე ტერიტორიები.
ამ ეტაპზე, ადგილობრივი წარმომადგენლობის ძალისხმევით სოფლებთან მისასვლელი დროებითი გზა უკვე აღდგენილია. მუშაობს სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც უმოკლეს ვადებში დაადგენს ზარალის ოდენობას.
სტიქიის ზონას ესტუმრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი თანიაშვილთან ერთად და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით მოსახლეობასთან არსებობს კომუნიკაცია. ამ ეტაპზე, ადგილობრივების ევაკუაციის საჭიროება არ დგას. მობილიზებულია ტექნიკა. მიმდინარეობს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის ადღგენითი სამუშაოები.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა დააზიანა
17/07/2018