2018 წლის 16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

16/07/2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2018 წლის 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0