ხელისუფლების მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სწრაფი და ეფექტური განვითარება

13/07/2018

„ხელისუფლების მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სწრაფი და ეფექტური განვითარება, ყველა მიმდინარე პროექტი ორიენტირებულია მოსახლების სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე “ – განაცხადა მცხეთა მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას,რომელიც დაბა სტეფანწმინდაში ახლად აშენებულ ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური.მოწვეული სტუმრების შემადგენლობა შერჩეული იყო მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მათთვის აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე. ბევრ პასუხგაცემულ კითხვასთან ერთად გამოიკვეთა ინდივიდუალური პრობლემები, რომლებიც დამატებით შესწავლას მოითხოვს,სწორედ ამ მიზნით, უახლოეს მომავალში შედგება ანალოგიური შეხვედრა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0