პარამედიკოსების მეორე ჯგუფის მომზადება დასრულდა

04/07/2018

პარამედიკოსების მეორე ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. 13 პარამედიკოსი სხვადასხვა რაიონში გაიგზავნება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტები იქ არსებულ საკადრო დეფიციტს შეავსებენ და სასწრაფოს ეკიპაჟს შეუერთდებიან. პარამედიკოსების მომზადების პროგრამა ამიერკავკასიაში პირველად ხორციელდება. ის მედიკოსთა სპეციალურად გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების სწავლებას ითვალისწინებს და სასწრაფო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამ დრომდე, პარამედიკოსთა მოსამზადებელი კურსი წარმატებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 24-მა სპეციალისტმა გაიარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0