მარტვილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება

03/07/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, დაწყებითი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
ერთსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს, სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” ახორციელებს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 443 599 ლარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0