ლაგოდეხში, ბლუზის პირველმა საერთაშორისო ფესტივალმა უკვე მეორედ აიღო სტარტი! საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის ჩატარება საქართველოში, ემსახურება ბლუზის, როგორც მაღალი მუსიკალური გემოვნების კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ღვაწლმოსილი ქართველი ბლუზმენების პატივის მიგებას სხვადასხვა ფორმით, ახალი ნიჭიერი თაობის აღმოჩენასა და ხელშეწყობას. კომპანია „ბლუზფესტ-ჯი”-ს მიერ ორგანიზებული რიგით მეორე ბლუზ ფესტივალი ლაგოდეხში, ლეგენდარულმა, უაღრესად მოთხოვნადმა ბლუზ ვოკალისტმა – დეტრა ფარმა გახსნა; ის ბლუზ ფესტივალს ბლუზის მექადან, ჩიკაგოდან ესტუმრა. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბლუზის ვარსკვლავები: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან. ბლუზ ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი – გურამ მაჭარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი – ჯონდო მდივნიშვილი, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. კახეთში ბლუზ ფესტივალის ჩატარების იდეა ერთობ ამბიციური პროექტია და პირველი პრეცენდენტია, რაც გაზრდის კახეთის და ლაგოდეხის ცნობადობას ტურისტულ რუქაზე, მოიზიდავს დამატებით ტურისტულ ნაკადებს, გაზრდის ფინანსურ ბრუნვებს და აამაღლებს კეთილდღეობის დონეს ლაგოდეხში.
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში
24/06/2018