ქალაქ ტარტუში, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, ისლანდიის პრეზიდენტები ტარტუს უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.
ხაზი გაესვა განათლებისა და კულტურის სფეროში მეგობარი ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მზარდია იმ ქართველი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას იღებენ.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სამეცნიერო ცენტრ „აჰას“ ეწვივნენ, სადაც 5 ქვეყნის პირველმა პირმა სასკოლო ვიქტორინაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეკითხვა მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ „ესტონკასთან“ დაკავშირებით დაუსვა.
დღესვე ესტონეთის პრეზიდენტმა ხუთი ქვეყნის პირველ პირსა და პირველ ლედის ესტონეთის ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა. სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს მუზეუმი, რომელიც ცნობლია მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექციით.
საქართველოს პრეზიდენტი ტარტუს უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრს ესტუმრა
22/06/2018