გერმანული ფონდის ,,ებერჰარდ შიოკი”-ს წარმომადგენლებმა ანსამბლ იმედს საჩუქრად აპარატურა გადასცა

16/06/2018

დღეს, გერმანული ფონდის “ებერჰარდ შიოკი”-ს წარმომადგენლებმა ანსამბლ იმედს საჩუქრად აპარატურა გადასცა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ანსამბლის ხელმძღვანელს, ლაურა დურგლიშვილს მომავალი წარმატებები უსურვა. საპატიო სტუმრებს ანსამბლ “იმედის” მომღერლებმა კონცერტი მიუძღვნეს და მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.
სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

“ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მიხარულები ვართ, რომ მუნიციპალიტეტმა თქვენი სახით ძალიან კარგი მეგობარი შეიძინა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი საჩუქრისთვის ,რაც ჩვენი ანსამბლისა და პატარა მომღერლების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მზადყოფნა გამოვთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის. კიდევ ბევრი ასეთი სასიკეთო საქმე გაგეკეთებინოთ”,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0