14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14/06/2018

ვერძი
თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. წარმატება ელით სპორტსმენ და შემოქმედებით ნიშნებს. დაგეგმეთ შვილების სწავლა, დასვენება. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ ადამიანებს.

კურო
იდეალური შედეგისთვის შრომა მოგიწევთ. მეტად გაუწიეთ რეკლამა საკუთარ თავს, თუ შემოქმედებით და პედაგოგიურ სფეროში მოღვაწეობთ. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. მიეცით საკუთარ თავს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება.

ტყუპი
გადაადგილების, შეხვედრების დღეა. აგრეთვე, ინფორმაციის მიღების, თვალსაწიერის გაფართოების. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, საჭესთან – სიჩქარის გადამეტებას.

კირჩხიბი
რაც დაიმსახურეთ, იმას მიიღებთ. მორალურ და ფინანსურ დახმარებაზე გარშემო მყოფებს უარი არ უთხრათ. მგზავრობისას მოერიდეთ დაგვიანებას, გაუფრთხილდით პირად ნივთებს.

ლომი
საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები მეგობრულ ატმოსფეროში დაგეგმეთ. შეიძლება მიიღოთ სარფიანი წინადადება, შეკვეთა. დღეს გარშემო მყოფებისთვის არაფორმალური ლიდერი იქნებით.

ქალწული
აიმაღლეთ თვითშეფასება, მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი. ნუ იგრძნობთ თავს უხერხულად, როცა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, ნუ გახდებით ტყუილის მსხვერპლი.

სასწორი
შეიძლება ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდეთ. დაესწარით გასართობ ღონისძიებებს. შეიძლება იმ ადამიანმა დაგაღალატოთ, ვისაც მეგობრად თვლიდით. საღამო მეტად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

მორიელი
ნუ განმარტოვდებით და ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ნუ ენდობით უცნობებს. მოერიდეთ სარისკო ექსპერიმენტებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან.

მშვილდოსანი
შეხვედრების დღეა. მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება, თავადაც მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრებამ. მოერიდეთ მატყუარა და ინტრიგან ადამიანებს.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საინტერესო, მშვიდ, შემოქმედებით საქმიანობას. სხვა დღისთვის გადადეთ მკურნალობის დაწყება, დეტალებზე მუშაობა.

მერწყული
რომანტიკულ განწყობაზე მყოფმა შეიძლება ილუზია და რეალობა ვერ გაარჩიოთ ერთანეთისგან. ენდეთ მხოლოდ გამოცდილ მეგობრებს. დააკვირდით დეტალებს.

თევზები
ნუ გადაიღლებით, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ გაართულოთ კონფლიქტი ახლობლებთან. მოერიდეთ გვიან მგზავრობას, უცხო ადამიანებთან გულახდილობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0