მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

13/06/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა გერმანელი პარტნიორების ჩართულობით თელავში აგრარული მიმართულების ახალი კოლეჯის დაარსების პერსპექტივაზე იმსჯელეს, სადაც წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება. ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც.
შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში შეისწავლიან თელავის უნივერსიტეტის რესურსს, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრება პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0