საგარეჯოში ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა

23/05/2018

ქალაქ საგარეჯოში ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. მხარის გუბერნატორმა სიტყვით მიმართა ფეხბურთელებს, მიულოცა ახალი სტადიონი და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საგარეჯოს მოსახლეობისთვის ახალი სტადიონი და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს კი სტადიონის აქტიურად ათვისებისკენ მოუწოდა. სტადიონის ოფიციალურად გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის კალენდარული მატჩით დასრულდა, სადაც ერთმანეთს საგარეჯოს „გარეჯი“ და აჩაბეთის „ლიახვი“ შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0