პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბიუროს წევრებს, 30 მაისი-1 ივნისის პლენარულ სხდომაზე განსახილველი და საორგანიზაციო საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ მომდევნო სასესიო კვირაში, კანონმდებლები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ.
ბიუროს წევრები სხვადასხვა კანონპროექტის განხილვის ვადის გადაწევის თაობაზე, საპარლამენტო კომიტეტების მოთხოვნებს გაეცნენ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გადაწევა დამატებითი კონსულტაციების და პოზიციების შეჯერების მიზნით ხორციელდება.
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაარეგისტრირეს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა
21/05/2018