ესტაკადის მთავარი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

13/05/2018

ბათუმის ესტაკადაზე ხიდის მალების, ე.წ კოჭების ბურჯზე მიერთების სამუშაოები დღეს დილით დასრულდა. დასრულების ეტაპზე მყოფი უნიკალური საინჟინრო სამუშაო 8 კოჭის ბურჯზე დალაგებას და მიერთებას გულისხმობდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო და ხიდის მერვე, ბოლო მალის ბურჯზე დაერთების პროცესს ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია გზის გახსნას ვადაზე ადრე, მაღალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე გეგმავს. როგორც ზურაბ პატარაძე აცხადებს, სამომავლოდ ბათუმის ესტაკადა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებაში, რაც დადებით როლს ითამაშებს რეგიონის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0