გოგი მეშველიანი აქციას „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ შეუერთდა

22/04/2018

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი, გოგი მეშველიანი ბოლნისის ახალგაზრდული კლუბის აქციას, „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე-შემოგვიერთდი შენც!“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილთან და ახალგაზრდებთან ერთად შეუერთდა.

“დღეს ჩვენ შევუერთდით, ბოლნისის ახალგაზრდული კლუბის აქციას, „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე-შემოგვიერთდი შენც!“ ზოგადად ჩვენი საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია, მივესალმები ახალგაზრდების მსგავს ინიციატივებს.” -განაცხადა გოგი მეშველიანმა

დედამიწის დღესთან დაკავშირებნით პროექტ „ მზარდი ლიდერები, მზარდი ცვლილებები-მწვანე ქალაქი !“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვეშის ციხეზე დასუფთავების აქცია გაიმართა, შეგროვილი ნარჩენები გადახარისხდა, ახალგაზრდებმა ვარგისიანი პლასტმასის ბოთლები მოხატეს და მათგან სხვადასხვა სახის მეორადი მოხმარების ნივთები შექმნეს.
აქციის ფარგლებში სოფელ ქვეშის 9 აპრილის მემორიალთან, არსებული სკვერის ღობე შეიღება.
აღნიშნული სკვერი მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, ბოლნისის მერიის და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი თანამშრომლობით გაკეთდა, პროექტ „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის „ ფარგლებში. აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს საკუთარი როლი დედამიწის გადარჩენაში.
პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0