გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მეტყევეებთან და ჟურნალისტებთან ერთად მიიღო. აქციის ფარგლებში, სკვერში ურბანული გამწვანების სტანდარტის მიხედვით, ნეკერჩხალისა და მუხის სახეობის ნერგები დაირგო. ნარგავების მოვლა-პატრონობას დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს. დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ. ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა
22/04/2018