ხეკორძის გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

20/04/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და გუბერნატორის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხეკორძში მისასვლელი გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და აგვისტოს თვეში დასრულდება. გზის საფარის სიგრძე 2426 მ-ს შეადგენს. სამუშაოებს შპს „Georgian Build“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0