საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო

08/04/2018

გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენთაგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა , გამბედაობამ დაამარცხოს შიში, ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე. გილოცავთ და ყველას ბედნიერებას გისურვებთ!”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0