„არ ვიცი, რას ეხება კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივა.რა თქმა უნდა, დავინტერესდები და საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტები ისედაც განიხილება.
„მე, სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი ამ შემოთავაზების. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ისედაც განიხილება ჩვენი მხარდამჭერი დოკუმენტები, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი დოკუმენტის მიღება კონგრესის მიერ და განიხილება ახალი ინიციატივები. არ ვიცი, რას ეხება კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივა, რა თქმა უნდა, დავინტერესდები და საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.