საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.ახალი მინისტრი თანამშრომლებს ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
”სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება, ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი დღის წესრიგი არსებობს. ასევე, სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მუშაობა. აქტიურად ჩავერთვები ამ გეგმების განხორციელებაში“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.