აზიური ფაროსანას მონიტორინგის სიტემების დამონტაჟება იწყება

30/03/2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს სამცხე- ჯავახეთში. სახელმწიფო რმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა რომ რეგიონში მონიტროინგის სისტემების დამონტაჟება იწყება. ფერომონები რეგიონის ყველა, ექვსივე მუნიციპალიტეტში განთავსდება და შედეგების მიხედვით დაიგეგმება წამლობა. „ სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული იმისათვის რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს ღონისძიებები“-განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კოორდინირებულად იმოქმედებენ. აზიური ფაროსანას მონიტორინგი სამცხე ჯავახეთში 2017 წელსაც ჩატარდა, თუმცა გასულ წელს რეგიონში მავნებლის გავრცელების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0