ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ

30/03/2018

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია ახლადგახსნილ სასტუმრო „მოქსი“-ში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0