28 მარტს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№ 2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“;
№ 3 – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“;
№ 4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“;
№ 5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
№ 8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
№ 17 – „საქართველო“;
№ 23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;
№ 27 – „ახალი საქართველო – პოლიტიკური პლატფორმა“;
№ 41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
ხოლო ორ საარჩევნო სუბიექტეს რიგითი ნომრები წილისყრის შედეგად მიენიჭა:
№ 40 – „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“
№ 21 – „ტრადიციონალისტები“