ვერძი
დღეს რთულ საქმეებს უნდა მოკიდოთ ხელი; ან ის პროექტები უნდა განაახლოთ, რომლებიც წარსულში მიატოვეთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი მიზანსწრაფულობა და ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული ვალდებულებები.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ზოგიერთებს სარფიან სამსახურს შესთავაზებენ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, ნუ გააფორმებთ გრძელვადიან ხელშეკრულებებს.
ტყუპი
დღეს იმ ვალდებულებების შესრულებას მოგიწევთ, რომლებიც მაინცდამაინც არ გსიამოვნებთ. დაუბრუნდით ძველ ვალდებულებებს. კარგი დღე ელით სამედიცინო, კრიმინალური სფეროს წარმომადგენლებს.
კირჩხიბი
პოეტურ და ფილოსოფიურ განწყობაზე ხართ. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. შეიძლება საიდუმლო ინფორმაციებმა გაგიტაცოთ. ან განწყობა შემოქმედებაში ასახოთ.
ლომი
თქვენი განწყობა საოჯახო და სამსახურის საქმეებზე იქნება დამოკიდებული. საიდუმლო მხოლოდ ერთგულ ადამიანს გაუზიარეთ. მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან გაესაუბრეთ კომპეტენტურ ადამიანებს.
ქალწული
მოძიების, ანალიზის, ინფორმაციების გადამუშავების დღეა. ფაქტებს, ყურმოკრულ ჭორებსა და ვარაუდებს ისე “აკინძავთ”, რომ ერთ მთლიან სურათს მიიღებთ. ზოგიერთს არქივთან მოუწევს მუშაობა; ზოგს – მცოდნე ადამიანებთან გასაუბრება.
სასწორი
მოერიდეთ ეგზოტიკური საკვების მიღებას; ნუ შეიძენთ მოდურ, მაგრამ თქვენ სტილთან შეუსაბამო სამოსს. დაეხმარეთ მხოლოდ მათ, ვინც რეალურად საჭიროებს შველას. საღამო თქვენთვის ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ.
მორიელი
დღეს ყველას საიდუმლოს ამოხსნით. იმასაც კი გამოიცნობთ, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფები. შემოქმედებითმა ნატურებმა თქვენი გრძნობები ხატვაში, პოეზიაში, საკუთარ ბლოგში გამოხატეთ.
მშვილდოსანი
ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანიც კი გადაწყვეტს შეამციროს ურთიერთობები და მშვიდ გარემოში განმარტოვდეს. კარგი დღეა წარსულზე, საქმეებსა და კავშირებზე დასაფიქრებლად და მიზეზ-შედეგების გასაანალიზებლად.
თხის რქა
შეიძლება უმჯობესი იყო ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ძველი ვალდებულებების გახსენება ან ძველ გასართობთან დაბრუნება. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც ეს თქვენ გგონიათ, ზედმეტად კრიტიკული ხართ საკუთარი თავისადმი.
მერწყული
მოსაწყენი საქმეები და ვალდებულებები პირველ რიგში შეასრულეთ. შეიძლება საარქივო დოკუმენტებთან მოგიწიოთ მუშაობამ ან საიდუმლო ინფორმაცია ან ვიღაცის შესახებ კომპრომატები ჩაგივარდეთ ხელში.
თევზები
დღეს გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ და მხარს დაგიჭერთ. ნუ გაანდობთ საიდუმლოს პირველ შემხვედრს. თქვენი განცდები, ილუზიები შემოქმედებაში გადაიტანეთ. ზოგიერთს საზღვარგარეთიდან ელის სიახლე.