ნიკოლოზ ჯანიაშვილმა გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

23/03/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, კომპანია “სერპანტინის“ გენერალურ დირექტორთან ზურაბ ფეიქრიშვილთან , მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან ბრაიან ქეინთან და მერის მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13-19-ე კოლომეტრების მოასფალტება და თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარების მოწყობა. სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დასრულდება და ზემო ქედი-ქვემო ქედის დამაკავშირებელი გზის 36-48-ე კილომეტრებზე გადაინაცვლებს.

“პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს ექნება სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა. ამიტომაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის “-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

აღნიშნული სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ის ოზაანიდან ქვემო ქედის ჩათვლით 37 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0