ირაკლი კობახიძე სერ გარი ჯონსონს შეხვდა

19/03/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, გენერალმა სერ გარი ჯონსონმა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაკეთებულ ჩანაწერებზე და საქართველოს კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ინგლისელ სტუმარს მადლობა გადაუხადა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას გაწეული დახმარებისა და რეკომენდაციებისათვის. აღინიშნა, რომ სერ გარი ჯონსონი ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის პროცესშიც ჩაერთვება და პარლამენტის წევრებს საკუთარ რჩევებს გაუზიარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0