ალექსანდრე გრიგალავა ტალერისა და კურზუს მოსახლეობას შეხვდა

15/03/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად ტალერისა და კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა. ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთა ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0