გუბერნატორი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

28/02/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტების საჭიროებები გამოვლინდა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე ისაუბრეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, რეგიონში არაერთი პროექტის განხოციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0