საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში ისმაილ კაჰრამანს შეხვდა

28/02/2018

საქართელოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ანკარაში შეხვედრებს აგრძელებს. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ისმაილ კაჰრამანს შეხვდა.
შეხვედრაზე, სამმხრივი საპარლამენტო ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით პარლამენტის როლი აღინიშნა.
სოფიო ქაცარავამ რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა, სამეზობლო პოლიტიკის მჭიდრო ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ისმაილ კაჰრამანმა ყურადღება გაამახვილა თურქეთი- აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობასა და ურთიერთმხარდაჭერაზე. შეხვერაზე ასევე, ისაუბრეს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

„ჩვენი სამმხრივი საპარლამენტო ვიზიტი ანკარაში წარმატებით მიმდინარეობს. ისმაილ კაჰრამანთან შეხვედრაზე სამმხრივი საპარლამენტო ურთიერთობის საფუძველზე თანამშრომლობის არსებულ სფეროებში კავშირების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საერთო პრიორიტეტებსა და დღის წესრიგზე. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც შეხვედრაზეც აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0