სამგორის რაიონში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი მიენიჭება

27/02/2018

ურწუმიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე უსახელო ქუჩა განვითარდა, სადაც, დაახლოებით, 50-მდე ოჯახი უმისამართოდ ცხოვრობს. ამ ეტაპზე ქუჩების ქსელების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. საჯარო განხილვის შემდეგ კი ქუჩების სახელდება დაიწყება.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, საჯარო რეესტრის მიერ შენობა-ნაგებობების ნუმერაცია მოკლე პერიოდში მოხდება, ხოლო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები აბრებს განათავსებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, ადგილობრივ მცხოვრებლებს იმ სასიცოცხლო სერვისებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, როგორიცაა: ბავშვების საბავშვო ბაღებში მიყვანა, პირადობის მოწმობებში ზუსტი მონაცემების შეტანა, ასევე სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სერვისებით სარგებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0