ვახტანგ შაქარიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

17/02/2018

საბურთალოს რაიონის მე-6 ოლქის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ვახტანგ შაქარიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს და მათ რაიონში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა რაიონის მცხოვრებლებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ სამოქმედო გეგმა წარუდგინა და არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის მონაწილეობა საჭიროებების განსაზღვრისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

„დღეს ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგინეთ საქმიანობის შესახებ ანგარიში და იმ პროექტების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომლებიც ჩვენი ქალაქისა და უბნის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის განხორციელდა და რომელთა განხორციელება მომავალშიც იგეგმება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, თუ კიდევ რისი გაკეთებაა აუცილებელი. ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის წინაშე და აუცილებლად გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას მათთან“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

როგორც საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა აღნიშნა, მაჟორიტარის საუბნო წარმომადგენლობა ოფიციალურად იწყებს მუშაობას და ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0