ჩოხატაურში კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

14/02/2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს მანანა მინდაძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო. გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაციას ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 1 მარტამდე აცხადებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0