სოფელ ნაკაიძეებში უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმნდა

08/02/2018

ქობულეთის მერია უკანონო ნაგავსაყრელების მონიტორინგს ახორციელებს. თვითნებურად და უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი უკანონო ნაგავსაყრელების დასუფთავება პერმანენტულად მიმდინარეობს. „ქობულეთის სანდასუფთავების“ ორგანიზებით სოფელ ნაკაიძეებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან უკანონო ნაგავასაყრელი გაიწმინდა. სამუშაოები რამდენიმე დღე ინტენსიურად მიმდინარეობდა. სოფლიდან ნარჩენები სპეცტექნიკით გაიტანეს. მიუხედავად იმისა რომ გარემოს დაბინძურება კანონით დასჯადია, ხშირად მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დასახლებულ პუნქტებთან, გზებსა და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების მიმდებარედ ყრის. მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ადგილობრივი თვითმართველობა ეკოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0