გიორგი ქორიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

06/02/2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში: იურგიტა ვილპისუსკაიტი, ნიელს მატიას იეგინდი და გიორგი კაჩუკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს და მერის მოადგილეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის, მათი სამოქალაქო აქტივობის , მოქმედი სახელმწიფო სერვისების,მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივების და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0