შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
04/02/2018